თავში

ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერი დაინიშნა

ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერი დაინიშნა
ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერი დაინიშნა

ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს / Aegean Airlines to operate Athens-Tbilisi-Athens non-scheduled commercial flight

მიმდინარე წლის 21-22 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 21 აგვისტო, ათენი - თბილისი (გამოფრენა 23:30, მოფრენა 03:20);
  •  22 აგვისტო, თბილისი - ათენი (გაფრენა - 04:10 ჩაფრენა 06:05);
  • რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, 5 აგვისტოს მიენიჭა.

    ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

    ცნობისთვის, საბერძნეთის ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს მთავრობა საზღვრების გაუხსნელობის გამო გააკრიტიკა. ბერძენი დოპლომატისთვის ქართული მხარის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან, მისი თქმით, საქართველომ საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე საბერძნეთში. ელჩი აღნიშნავს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები,რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა,თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა დარჩნენ. წერილში კი, რომელიც გასულ კვირას ბერძნული ავიაციის სააგენტომ ქართულისგან მიიღო, წერია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 31 აგვისტომდე უცვლელი რჩება.

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავამ ბერძენი დიპლომატის კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, საბერძნეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განახლების შესახებ დადასტურება არ ყოფილა, თუმცა, საქართველოს მხრიდან კეთილი ნება არსებობს, რომ ბერძნულ კომპანიებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გარკვეული რაოდენობის ფრენებზე შეთანხმდნენ.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system