თავში

აზერბაიჯანი ქართული ატმის საექსპორტო ქვეყნების სამეულშია

აზერბაიჯანი ქართული ატმის საექსპორტო ქვეყნების სამეულშია
აზერბაიჯანი ქართული ატმის საექსპორტო ქვეყნების სამეულშია

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით, ვაშლატამისა და ატმის ძირითადად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი (64%), სომხეთი (31%) და აზერბაიჯანი (4%).

15 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან აზერბაიჯანში 417 ტონა ატამი და ვაშლატამა იყო გატანილი და ამ ქვეყანაზე მოდიოდა ამ ხილის მთელი ექსპორტის 7%.

ამ სამი ქვეყნის გარდა, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა ასევე ყაზახეთში, სინგაპურში, უკრაინაში, მოლდოვასა და სლოვენიაშიც.

წელს სამაცივრო მეურნეობებში 1 კგ ატმის ჩაბარების ფასი 1.0-1.5 ლარის, ხოლო ვაშლატამას ჩაბარების ფასი 1.5-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ცნობისთვის, წელს საქართველოს ატმისა და ვაშლატამას ხარისხიანი და მრავალრიცხოვანი მოსავალი აქვს, ყოველდღიურად ექსპორტზე 800 ტონამდე ქართული ატამი გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system