თავში

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველომ წელს პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ექსპორტი გაყიდა.

ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. აზერბაიჯანი იმპორტიორ ქვეყანათა ათეულში მეოთხე ადგილს იჭერს 145.7 მლნ აშს დოლარიანი იმპორტით, რაც მთლიანი იმპორტის 5.9%-ია. წლიურ ჭრილში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი 11.4%-ითაა შემცირებული.

2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (419.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (329.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (292.6 მლნ. აშშ დოლარი). აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის მეოთხე ადგილზეა. ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვა 250. 3 მლნ. დოლარს გაუტოლდა, რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 9%-ია. საქართველოში აზერბაიჯანმა შემოიტანა 145. 7 მლნ დოლარის იმპორტი, ხოლო საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 104. 5 მლნ დოლარის ექსპორტი. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო აზერბაიჯანთან 41. 2 მლნ დოლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system