თავში

აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა - როგორ გადაეწყო უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები

აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა
აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა - როგორ გადაეწყო უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები

საქსტატის საგარეო ვაჭრობის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 131.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (709.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი).

იმპორტი დროის ამ მონაკვეთში შემცირებულია ყველა ქვეყნიდან, გარდა სომხეთისა. სომხეთიდან იმპორტი საქართველოში მომდინარე წლის 10 თვეში გაზრდილია 62%-ით.

საქართველოში წელს იმპორტი შარშანდელთან შედარებით (იანვარ-ოქტომბერში) ყველაზე მეტად შემცირდა იაპონიიდან(კლება 36%), გერმანიიდან (კლება 24.6.5) და  აშშ-დან (კლება 20.8%). დაახლოებით 20%-იანი იმპორტის კლება ფიქსირდება ჩინეთიდან და იტალიიდან.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტი წლიურ ჭრილი შემცირებულია 10.5%-ით.

მიმდინარე წელს 10 თვეში განხორციელებულ იმპორტსა და მის წლიურ ცვლიელებას ქვეყნების მიხედვით გაეცანით ცხრილში:

ცნობისთვის, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანათა სამეულშია. 

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვაროქტომბერში, 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system