თავში

აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ოდენობა 98.3%-ით შემცირდა

აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ოდენობა 98.3%-ით შემცირდა
აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ოდენობა 98.3%-ით შემცირდა

2020 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 96.0 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-98.3 პროცენტით), რუსეთიდან (-97.9 პროცენტით) და თურქეთიდან (-89.5 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში უარყოფითი 6.6 პროცენტული პუნქტით აისახა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს აზერბაიჯანიდან 3 757 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 98%-ით ნაკლებია გასული წლის აგვისტოში აზერბაიჯანიდან შემოსულიო ვიზიტორების მაჩვენებელზე.

გასულ თვეში აზერბაიჯანი საქართველოში შემოსული 3 757 ვიზიტორით მეხუთე ადგილს იჭერს რუსეთის სომხეთის და თურქეთის შემდეგ.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 16 316 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,5% ;

2. სომხეთი - 8 721 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,5% ;

3. საქართველო (არარეზიდენტი) - 4 722 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,2% ;

4. რუსეთი - 4 390 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,9% ;

5. აზერბაიჯანი - 3 757 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,3% ;

ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 79.2 პროცენტი შეადგინა და წლიურად 95.4 პროცენტით დაიკლო. საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system