თავში

აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა

აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა
აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა

"აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი კი ასრულებს ალტერნატივის როლს განსაკუთრებით რუსეთიდან იმპორტის მიმართ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიის მეშვეობით განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მინისტრის თქმით, იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირედება. 

"ჩვენი ენერგეტიკული რეფორმის წყალობით, ჩვენ ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტის განხორციელება. არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ არის დომინანტი და ჩვენ გვაქვს არჩევანი. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი კი ასრულებს ალტერნატივის როლს განსაკუთრებით რუსეთიდან იმპორტის მიმართ. იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირედება. რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის დასახელებას ამასთან მიმართებით, არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია," - ამბობს  ნათია თურნავა და დასძენს, რომ საქართველო ენერგეტიკულად დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა ჩვენი ელექტროენერგიის 90 პროცენტის იმპორტი რუსეთიდან მოდიოდა და ამ მხრივ, ქვეყანა დამოკიდებული იყო რუსეთზე.

"დღეს გვაქვს არჩევანი სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ალტერნატივა," - განმარტავს მინისტრი და დასძენს, რომ დღეს აზერბაიჯანის გარდა საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს თურქეთიდანაც, რუსეთიდანაც და საჭიროების შემთხვევაში, სომხეთიდანაც.

შეგახსენებთ, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილთან კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის და საშუამავლო სერვისის მიწოდებაში მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს.

ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system