თავში

აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტისთვის მიღებულ უფასო გაზს ახალი დანიშნულება გამოუძებნეს

აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტისთვის მიღებულ უფასო გაზ
აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტისთვის მიღებულ უფასო გაზს ახალი დანიშნულება გამოუძებნეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ უკვე განსვენებული, ზურაბ ჟვანიას, ძმამ, გოგლა ჟვანიამ, გამოთქვა მოსაზრება, რომ ელექტროენერგია საქართველოს შეუძლია აწარმოოს იმ გაზით, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ იღებს. ამით გოგოლა ჟვანია შეეცადა გაემყარებინა არგუმენტები მსხვილი ჰესებისა და ნამახვანიჰესის წინააღმდეგ. 

"მავანნი გვარწმუნებენ, რომ დიდი ჰესების გარეშე ქართულ ენერგეტიკას და შესაბამისად ეკონომიკას მომავალი არ უწერია, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ამის გარდა, ელექტროენერგიის მიღების სხვა იაფი და საიმედო საშუალება საქართველოს არ გააჩნია. არადა გასული წლის ბოლოდან ევროპამ დაიწყო აზერბაიჯანული გაზის იმპორტი საქართველოს გავლით, ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან ჩვენ სრულიად უფასოდ გვერგება 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც საკმარისია 4 მილიარდი კვტ. ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, შეგახსენებთ, რომ ნამოხვანს მხოლოდ 1,5 მილიარდი კვტ-ის გამომუშავება შეეძლება, აღსანიშნავია, რომ გაზზე მომუშავე ამხელა ელექტროსადგურის აშენება სულ 400 მილიონი დოლარი დაჯდება, ნამოხვანის აშენება თითქმის 2-ჯერ მეტი ჯდება და 2,5-ჯერ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს წელიწადში. ორ წელიწადში გატარებული გაზის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი კუთვნილი უფასო გაზის რაოდენობა და 1.1 მილიარდ კუბურს მეტრს გადააჭარბებს წლიურად, ხოლო 2026 წლიდან მორიგი ზრდის შემდეგად 1,5 მილიარდ კუბურ მეტრს, ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერში ესაჭიროება გიგანტური ჰესები," - ამბობს ჟვანია და დასძენს, რომ საქართველოს ეკონომიკამ გერმანიის დონესაც რომ მიაღწიოს, არსებულ ჰესების გამომუშავებას დამატებული ჩვენი უფასო გაზის რესურსი (რომელიც უზრუნველყოფს საბაზო ენერგიას და ენერგოსისტემის სტაბილურობას), დამატებული ქარის და მზის ენერგია სრულად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.

" ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ უფასო გაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება ბევრად იაფი იქნება ვიდრე გიგანტური ჰესების მიერ გამომუშავებული, ამავე დროს ნამოხვანის ტარიფი ისევე, როგორც ნესკრას ტარიფი უკვე აღემატება იმ ფასს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიხდით ელექტროენერგიაში, ანუ აღნიშნული ჰესების ჩართვა ენერგოსისტემაში აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობისთვის დენის გაძვირებას. გარდა ყველაფრისა ნამოხვანის ე.წ. უცხოური ინვესტიცია სინამდვილეში გამოიწვევს ისედაც სახიფათოდ გაზრდილი, 20 მილიარდდოლარიანი საგარეო ვალის კიდევ 750 მილიონი დოლარით გაზრდას. მხოლოდ ეს ერთი პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს ჩვენი ქვეყნიდან მილიარდობით დოლარის გადინებას. ყოველივე ამის შემდეგ, საერთოდ გაუგებარია რატომ უთმობს სახელმწიფო გარანტირებულ შემოსავალს, რომელის ფინანსური თავმდები თვითონაა, რესურსის მფლობელიც თვითონაა, კერძო, თანაც უცხოურ კომპანიას?! რატომ უნდა გაატანო მილიარდობით დოლარი ვიღაც უცხოელს, როდესაც ძალიან მარტივად შეგიძლია მთელი ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოახვედრო და უამრავი საჭირბოროტო საკითხი გადაწყვიტო," - ამბობს გოგოლა ჟვანია.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოება იგეგმება საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system