თავში

ბანკების ზოგ ფუნქციას ბლოკჩეინი ჩაანაცვლებს

ბანკების ზოგ ფუნქციას ბლოკჩეინი ჩაანაცვლებს
ბანკების ზოგ ფუნქციას ბლოკჩეინი ჩაანაცვლებს

ფინანსური ბაზრის მკვლევართა ინფორმაციით, ფულადი გადარიცხვის სისტემა შეიძლება ბანკებმა დაკარგონ და ეს ფუინქცია მთლიანად ბლოკჩეინმა შეითავსოს. ამის შესახებ report.ge-თან ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, სულ ცოტა დროა დარჩენილი და ნაღდი ფული მიმოქცევიდან შეიძლება თითქმის გაქრეს.

,,გლობალურ ბაზრებზე პროცესები ისე მიდის, რომ გადარიცხვის სისტემა შეიძლება მიბმულ იქნას ბლოკჩეინზე , კომერციულმა ბანკმა საერთოდ დაკარგოს ფულის გადარიცხვის ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ გადარიცხვები მოხდება ბლოკჩეინის სისტემით. ცხადია, რომ სამომავლოდ  ციფრული ბანკის შემოღებას ალტერნატივა არ აქვს. ბლოკჩეინი განაწილებული დავთრის სისტემაა, რომელიც მასზე შენახული ინფორმაციის დაცულობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ტექნოლოგია გამოიყენება ისეთი შემთხვევებისთვის, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციაზე ბევრი ადამიანი მუშაობს და სადაც აუცილებელია, რომ ყოველ მათგანს ზუსტად ერთნაირი მონაცემები გააჩნდეს. მიმაჩნია, რომ ელექტრონულ ფულს დიდი მომავალი აქვს. მომდევნო რამდენიმე წელიწადში შეიძლება კომერციულმა ბანკებმა პოზიციებიც დაკარგონ, თუ ელექტრონული ფული შემოვა ბაზარზე. ცხადია, ამაში კრიპტოვალუტებს არ ვგულისხმობ. შემოდის ახალი ელექტრონული ფული, რომელიც ქაღლადის ფულის მიმოქცევას საგრძნობლად ჩაანაცვლებს. არ გამოვრიცხავ, ახლაც ამ ეტაპისთვის ვემზადებით", - აცხადებს report.ge-თან შენგელია.

ბლოკჩეინის სამომავლო პერსპექტივაზე საუბრობს ფინანსისტი ვახტანგ ხომ იზურაშვილი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია ბლოკჩეინის გამოყენება როგორც ბანკთაშორის ტრანზაქციებზე, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის თვალსაზრისით, რასაც ჯერჯერობით არ აკეთებს.

,,ბლოკჩეის დიდი მომავალია ქვს, ეს არის ისეთი IT ტექნოლოგიაა, რომელიც დაცულია და გამოყენებული შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტრანზაქციებში. სებ-ი უკვე საუბრობს ციფრული ლარის შემოღებაზეც, მაგრამ ეს სრულიად ზედმეტია.  ნაღდი ფული იქნას ამოღებული მიმოქცევიდან, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენი ბიზნეს გარემო ამისთვის არ არის მზად, რომ სიახლე გადმოიღოეს განვითარებული ქვეყნებიდან, როცა ჩამორჩენილი ბაზარი გვაქვს", - აცხადებს ხომიზურაშვილი report.ge-თან. 

მისი შეფასებით, ბლოკჩეინი არი ქართული ვირტუალური პროგრამული კკოდი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, მაგრამ ბლოკჩეინი შეიძლება იყოს გამოყენებული აბსოლუტურად სხვა მიმართულებითაც, მაგალითად, შიდაანგარიშსწორებისთვის, ბანკთაშორის ტრანზაქციებზე, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის თვალსაზრისით და სხვა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ციფრული ბანკის მოდელის განვითარებაზე. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას ქვეყანაში, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას და მონაცემების უკეთ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინ არჩევნები ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებადაა აღიარებული. გარდა იმისა, ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სოფლის მეურნეობაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პანდემიის შემდეგ ციფრული მექანიზმების დანერგვა დაჩქარდეს რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება სექტორისთვის და საჭირო ინფრასტრუქტურაც განვითარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system