თავში

ბანკებმა ბიუჯეტში 26.3 მილიონი ლარის მოგების გადასახადი შეიტანეს

ბანკებმა ბიუჯეტში 26.3 მილიონი ლარის მოგების გადასახადი შეიტანეს
ბანკებმა ბიუჯეტში 26.3 მილიონი ლარის მოგების გადასახადი შეიტანეს

2021 წლის იანვარ-თებერვლის ჯამური შედეგების მიხედვით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 245.5 მილიონი ლარი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგების ეს მოცულობა 50 მილიონი ლარით, ანუ 25%-ით მეტია. მოგების გადასახადის სახით გადახდილმა ჯამურმა თანხამ ორ თვეში 26.3 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წლის პირველ ორ თვეში ბანკებმა 606 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს, საიდანაც საპროცენტო ხარჯები 370 მილიონი ლარი იყო. საპროცენტო ხარჯიდან დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 212 მილიონი ლარს გაუტოლდა, ხოლო ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასურმა114 მლნ ლარი შეადგინა.

ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორებზე ჯამში 121 მილიონი ლარი დახარჯეს. 16.7 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. 

ცნობისთვის, საბანკო სექტორმა მხოლოდ ერთ თვეში, 2021 წლის თებერვალში, 39.8 მლნ დოლარის წმინდა მოგება მიიღო. 2021 წლის თებერვალშივე, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.64 პროცენტია. თებერვალშივე, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 904.05 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.68 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი მარტისათვის 57.31 მლრდ ლარი შეადგინა.

2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის (სებ) 2021 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 250.1 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სებ-ის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" აღნიშნული, წლიურად, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22 მლნ ლარით გაიზარდა. გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 228.1 მლნ ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system