თავში

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს
ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტის კორექტირება გახდეს საჭირო. მინისტრის თქმით, საგადასახადო შემოსავლების და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე დაკვირვების შემდეგ, შესაძლოა წლევანდელი ბიუჯეტის ახალი პროექტი მომზადდეს. ამ ეტაპზე ლაშა ხუციშვილს მეტი დეტალის თქმა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ  მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებას არ გამორიცხავს. 

"ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, როდესაც უფრო მეტი სურათი გვექნება, მათ შორის საგადასახადო შემოსავლებზეც ასევე ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ნაწილზე. თქვენ იცით, რომ მარტში ეკონომიკური ზრდა იყო 4%, ასევე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით აპრილშიც იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო მეტად არის გაზრდილი როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მოცულობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო,”- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ცნობისთვის, კორექტირებულ ბიუჯეტში, სავარაუდოდ, აისახება 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება. ეს შეღავათი ბიზნესისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ის მიმდინარე თვეში იწურება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაისის ბოლოს მთავრობა იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა წლის ბოლომდე ეს შეღავათი. 

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18.38 მილიარდი ლარია, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა კი  20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბოლო 10 წლის განმავლობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system