თავში

ბიზნესმა "მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი განიხილა

ბიზნესმა "მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი განიხილა
ბიზნესმა მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ, პარლამენტში ინიცირებული „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი და თანმდევი ცვლილებები გააცნო.

პროექტი წარმოადგენს თვისობრივად ახალ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი დირექტივების შესრულებას, ასევე ხელს უწყობს არსებული, 1994 წლის კანონის ნაკლოვანებების აღმოფხვრას და სამეწარმეო სამართალში სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას.

ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რამდენადაც სამეწარმეო ურთიერთობის საკანონმდებლო მოწესრიგება წაახალისებს ქვეყანაში მეწარმეობას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საკითხის განხილვაში ჩართული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვაში.

შეგახსენებთ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტით იქმნება ნორმატიული ბაზა, რაც ქვეყანას ტავიდან ააცილებს იმ საკანონმდებლო ვაკუუმს, რომელიც დღეისთვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობაც, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება

კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება.

კანონპროექტი საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებით შეიქმნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system