თავში

ბიზნესს თვითმონიტორინგის სისტემების მოწყობა დაევალება

ბიზნესს თვითმონიტორინგის სისტემების მოწყობა დაევალება
ბიზნესს თვითმონიტორინგის სისტემების მოწყობა დაევალება

"ბიზნესს თვითმონიტორინგის სისტემების მოწყობა დაევალება",- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცახადა.

მინისტრის განმარტებით, გარემოს დაბინძურებაში მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი ექნება სანქციების გამკაცრებას.

"თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესსაქმიანობებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ პაკეტმა განსაზღვრა და რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად იყო მთავრობაზე წარდგენილი. იმედია, ოპერატიულად მოხდება ამ დოკუმენტების განხილვა და საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტი მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც ევროპული პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მთავრობამ დღეს განიხილა, მეწარმე სუბიექტებისთვის ახლებურად განსაზღვრავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, როგორც ეს ევროკავშირში არის დარეგულირებული.

"დამბინძურებელი იხდის, შესაბამისად, ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც შესაძლოა აბინძურებდნენ გარემოს, უნდა ფლობდნენ ფინანსურ გარანტიებს, რომ ასეთი ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში ჩატარდეს გამოსასწორებელი ღონისძიებები," - ამბობს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system