თავში

ბოლო 4 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1,0 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა

ბოლო 4 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1,0 ათასი
ბოლო 4 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1,0 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტით 1,0 ათასი ტონა საავიაციო ნავთი შემოვიდა, რაც ამ პროდუქტის მთლიანი ოთხთვიანი იმპორტის 6,2%-ია.  მიმდინარე წლის მხოლოდ აპრილში საქართველომ აზერბაიჯანისგან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა.  2021 წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის მთლიან იმპორტში 9,6%-ი აზერბაიჯანზე მოდის. 

2021 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც მთლიანი იმპორტის 4,5%-ი იყო.

წელს პირველ ოთ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობით, 10,3 ათასი ტონა, (მთლიანი იმპორტის 63,6%)  საავიაციო ნავთი იმპორტირდა თურქმენეთიდან. თურქეთიდან საქართველომ წელს პირველ ოთხ თვეში შეიძინა 1,9 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც მთლიანი იმპორტის 11,7%-ია. 

რაც შეეხება სხვა ქბვეყნებიდან საავიაციო საწვავის იმპორტს, ის ასე გამოიყურება:

იტალიიდან - 1,5 ათასი ტონა (მთლიანი ოთხთვიანი იმპორტის 9,2%)

აზერბაიჯანიდან  - 1,0 ათასი ტონა (მთლიანი ოთხთვიანი იმპორტის 6,2%)

საბერძნეთიდან - 1,0 ათასი ტონა (მთლიანი ოთხთვიანი იმპორტის 6,2%)

რუსეთიდან.- 0,5 ათასი ტონა (მთლიანი ოთხთვიანი იმპორტის 3,1%) 

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system