თავში

საავიაციო ნავთის იმპორტში 4,5%-ი აზერბაიჯანულია

საავიაციო ნავთის იმპორტში 4,5%-ი აზერბაიჯანულია
საავიაციო ნავთის იმპორტში 4,5%-ი აზერბაიჯანულია

2021 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც მთლიანი იმპორტის 4,5%-ია. წელს ყველაზე მეტი, 7,0 ათასი ტონა, საავიაციო ნავთი საქართველომ შეიძინა თურქეთიდან. ამ ქვეყანაზე საავიაციო ნავთის მთლიანი იმპორტის 63,6%-ი მოდის. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,5 ათასი ტონა) შედარებით. 

იმპორტის 63,6% (7,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან; 11,8% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან; 11,0% (1,2 ათასი ტონა) - იტალიიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანიდან საქართველოში საავიაციო ნავთი აზერბაიჯანიდან წელს პირველად მარტში იმპორტირდა,  იანვარ-თებერვალში ამ ქვეყნიდან საავიაციო ნავთი საქართველოში არ შემოსულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system