თავში

"ბორჯომი საქართველო" გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს

"ბორჯომი საქართველო" გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს
ბორჯომი საქართველო გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს

"ბორჯომი საქართველო" გაფიცულ თანამშრომლებს საგანგებო განცხადებით პასუხობს.  “IDS ბორჯომი საქართველო” აცხადებს, რომ ქარხნები ამჟამად შეფერხებით მუშაობს, თუმცა გაჩერებული არ არის, როგორც ეს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული. კომოანიის მენეჯმენტის განმარტებიტ, პანდემიის დროს თანამშრომლების 100% შეინარჩუნეს და სახელფასო ფონდი 10%–ით გაზარდეს. ისინი დღესაც მზად არიან, გადახედონ ანაზღაურებას, თუმცა, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50%–იანი ზრდაა, რისი შესაზლებლობაც კომპანიას არ აქვს და მხარეებს შორის შეთანხმება ამიტომ ვერ ხერხდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე.

„ქალაქ ბორჯომში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული, IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროფ. კავშირების მიერ გაფიცვის დროდ მოწოდებული იქნა 18 მაისის დილის 10.00 საათი, დღეს დილით 08.00 საათზე პირველი ცვლა სამსახურში არ გამოცხადდა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობას, რომელიც ორგანიზებულია პროფკავშირების მიერ. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50% ზრდაა.

ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო, და გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდეთ სახელფასო ფონდი 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა. კომპანიაში შევქმენით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის.

კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობს.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ, სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“
,– აცადებს “IDS ბორჯომი საქართველო”.

შეგახსენებთ, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ცნობით, ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები სრულად გაჩერდა, რადგან 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა.  გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულულია პოლიცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system