თავში

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურება ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურება
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურება ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს

"ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგილებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჰერითიჯის ფონდის" კვლევის მიხედვით საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ხოლო ევროპაში მეშვიდეზე. ამ მონაცემების მიხედვით, გონების დიდი დაძაბვა საჭირო არ არის, რამდენ მოწინავე ქვეყანაზე წინ ვართ. გაუმჯობესება გვაქვს ძალიან ბევრ პუნქტში, მათ შორის, სასამართლოს სამართლიანობის თვალსაზრისით. აღნიშნულია სამთავრობო დანახარჯებიის შემცირება და კრიზისის სხვებზე უკეთ გადალახვა მსოფლიო პანდემიის ფონზე. ოპოზიცია, ცხადია, არ წაიკითხავდა ამას. უფრო სწორად, წაიკითხავდა, მაგრამ პირში წყალს ჩაიგუბებდა. ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგლებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს”, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

საქართველო, 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, მსოფლიოში ერთერთ თავისუფალ ეკონომიკადაა მიჩნეული. მსოფლიოს 184 ქვეყნიდან საქართველომ 77.2 ქულით 12-ე ადგილი დაიკავა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იგი 2-ე ადგილზეა (ესტონეთი - 10-ე ადგილზე), ევროპის რეგიონში - 7-ე, ხოლო მსოფლიოს უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე 32-სახელმწიფოთა შორის - 6-ე ადგილზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 24-ს უსწრებს (ირლანდიის, დანიისა და ესტონეთის გარდა). საქართველომ მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ყველა სახმელეთო მეზობელი (სომხეთი 34-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 44-ე, თურქეთი - 71-ე, ხოლო რუსეთი - 94 ადგილზე). 

2021 წლის Heritage Foundation-„ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში გაიუმჯობესა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა). საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ქვეყანამ შარშანაც გაიუმჯობესა. 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system