თავში

ექსპერტი: კორონავირუსის პანდემია TANAP-ს ხელს ვერ შეუშლის - Exclusive

ექსპერტი: კორონავირუსის პანდემია TANAP-ს ხელს ვერ შეუშლის
ექსპერტი: კორონავირუსის პანდემია TANAP-ს ხელს ვერ შეუშლის - Exclusive

"კორონავირუსის პანდემია ამ პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის," - ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის ექსპერტმა, საერთაშორისო კვლევების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განუცხადა. ექსპერტი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი მილსადენი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე და რაც მეტი სახელმწიფოს ინტერესები ჩაიდება ასეთ პროექტებში მით უფრო დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა გარე საფრთხეებისაგან.

გარდა უსაფრთხოებისა, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფინანსურ სარგებელზეც, რასაც ქვეყანა ამ პროექტით იღებს და მომავალში მიიღებს.

"აღნიშნული პროექტით ასევე დაინტერესებულია ირანიც, რადგან მასაც სურს თავისი გაზის ევროპაში გატანა. კონკრეტულად რა პროცენტს, ანუ რა რაოდენობის გაზს დატოვებენ საფასურად ეგ ინფორმაცია, არა მაქვს, არ გაჟღერებულა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სარგებელი სახეზეა. საქართველო იღებს და მომავალშიც აიღებს ტრანზიტის ღირებულებას ბუნებრივი აირის სახით და ასევე მომსახურეობის საფასურსაც.ამ პროექტის სრული ამოქმედება და დატვირთვა 2026 წლისათვისაა დაგეგმილი და სრული მოცულობა გაზისა, რომელიც "ტანაპის" მილსადენში გაივლის, 31 მილიარდ კუბურ მეტრამდეა დათვლილი. გარდა ამისა, საქართველი დამატებით მიიღებს იაფ ბუნებრივ აირს რომელიც ასევე აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკისათვის. სწორედ „ტანაპის“ საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით უნდა მიეწოდოს ბუნებრივი აირი, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მარტო საქართველოსათვის, როგორც უსაფრთხო დერეფნად აღიარებისთვის, არამედ თავად ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ვფიქრობთ, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება ამ პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის,აქ უფრო ჩრდილოეთის მეზობელზეა დამოკიდებული პოლიტიკურად რა საფრთხეებს დააწესებს. საერთოდ რაც უფრო მეტი მილსადენი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე და რაც მეტი სახელმწიფოს ინტერესები ჩაიდება ასეთ პროექტებში მით უფრო დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა გარე საფრთხეებისაგან," - უხსნის report.ge-ს ნიკა შენგელია.

ცნობისთვის, 2015 წელს ყარსში ტრანსანატოლიური გაზსადენის პრეზენტაციაზე საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის სტრატეგიულ გაზსადენის პროექტს და საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა. საქმე ეხება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ევროპისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. ეს არის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანულს გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპამდე მიიყვანს. პროექტის ღირებულება 11 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.

TANAP– ის კონსორციუმის გენერალური დირექტორის სალტუკ დუზიოლის თქმით, კომერციული ოპერაციების დაწყების შემდეგ შეფერხებები არ დაფიქსირებულა.

”მიწოდების მოცულობა და გაზის ტრანსპორტირებისთვის ტარიფები 15-წლიანი სატრანზიტო ხელშეკრულების ფარგლებში განისაზღვრა. ამიტომ, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი რაიმე შეფერხებას ჩვენს საქმიანობაში არ იწვევს,”  - ამბობს დუზიოლი.

TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TANAP-ი უკავშირდება ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს (TAP), რომელიც გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებს.

2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მილსადენ TANAP-ის საშუალებით, თურქეთში 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც 23,6%-ით მეტია ვიდრე წინა წელს. 

Tanap-ის მილსადენის ჩაშვებიდან, დღემდე თურქეთში 5,1 მილიარდი კუბური მეტრი აირი ტრანსპორტირდა. თურქეთში "შახდენიზის" აირის ტრანსპორტირება ხორციელდება. პირველად კი აღნიშნული მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) აირის ტრანსპორტირება 2007 წელს დაიწყო. თურქეთის მიმართულებით კომერციული აირის გადინება TANAP-ის მეშვებით, 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო. 

ცნობისთვის, წინასწარი პროგნოზით, "ტანაპის" ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

შეგახსენებთ, დღეისათვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system