თავში

საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის სუბსიდირება ბიუჯეტს 80-90 მილიონი ლარი დაუჯდება

ელ.ენერგიის სუბსიდირება ბიუჯეტს 80-90 მილიონი ლარი დაუჯდება
საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის სუბსიდირება ბიუჯეტს 80-90 მილიონი ლარი დაუჯდება

2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს. მისი დათვლით, საყოფაცხოვრებო სექტორში 1 აბონენტი საშუალოდ 120 კვ/სთ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, სუბსიდირება თითოეულ აბონენტზე თვეში დაახლოებით - 4.5 ლარის ტოლი იქნება.

"ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილებაა. მეორე მხრივ კი ყველაფრის სუბსიდირება ვერ გამოვა. ეკონომიკის მაქსიმალურ ამუშავებას, სადაც კი ეს შესაძლებელია ალტერნატივა არააქვს. ბიზნესის ბარიერები მინიმუმამდე, წახალისებები კი მაქსიმუმამდე უნდა დაკორექტირდეს. ამისთვის კი პირველ რიგში სტრატეგიული ხედვის დოკუმენტია საჭირო," - ამბობს ჭარაია. 

სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system