თავში

ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხა გაორმაგდა

ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხა გაორმაგდა
ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხა გაორმაგდა

"საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 11 მლნ 731,6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დახარჯულ თანხას (5 მლნ 895,4 ათასი აშშ დოლარი) თითქმის ორჯერ აღემატება. იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით კი ელექტროენერგიის იმპორტმა 50 მლნ 360,8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა - 21.9%-ით მეტი, გასული წლის პირველი ცხრა თვის ჯამურ მონაცემებთან (41 მლნ 314.3 ათასი აშშ დოლარი) შედარებით. რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (139.5 მლნ კვტ.სთ) 32.8%-ით აღემატება.

ელექტროენერგია საქართველომ შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

რუსეთიდან: 125.011 მლნ კვტ.სთ

აზერბაიჯანიდან: 60.334 მლნ კვტ.სთ.

2019 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამური მაჩვენებლის მიხედვით კი, საქართველოში 1020.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი დაფიქსირდა. ეს რიცხვი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (832.4 მლნ კვტ.სთ) 22.6%-ით მეტია.

იხილეთ მსგავსი თემები: რატომ უნდა აშენდეს ჰესები

როგორ გეგმავს ხელისუფლება ჰესების მსენებლობის სტიმულირებას

ხელისუფლება მცირე ჰესების ინვესტორებს შეღავათებს ჰპირდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system