თავში

როგორია "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტი

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტის
როგორია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტი მიმდინარე კვირაში პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს. 

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, ცხარე კამათის შემდეგ მხარეები გარკვეულ ცვლილებებზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით ცალკეული ნაწილების დაზუსტებაზე. კერძოდ, სხვა გარემოებებს, რომელიც კანონპროექტში ორ ადგილას იყო წარმოდგენილი ამოვიღებთ და ამით ჩანაწერები გახდება კიდევ უფრო მკაფიო, ხოლო კანონის მოქმედება ჩვენი შეთანხმების მიხედვით არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ეს არის რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ. შესაბამისად ხვალ დღის განმავლობაში დაზუსტებული და კორექტირებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი შემდგომი განხილვისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი კანონში ცვლილებას უახლოეს მომავალში მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში სემეკმა 13 ივნისს წარადგინა. დეპუტატებს დავით ნარმანიამ დეტალურად განუმარტა, რატომ იზრდება სემეკის უფლებამოსილება.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

კანონპროექტის მიხედვით, თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system