თავში

ენერგეტიკულ ბირჟაზე მომავალში მოსახლებაც ივაჭრებს

ენერგეტიკულ ბირჟაზე მომავალში მოსახლებაც ივაჭრებს
ენერგეტიკულ ბირჟაზე მომავალში მოსახლებაც ივაჭრებს

ფიზიკური პირებისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლა ჯერჯერობით ადრეა, თუმცა მსხვილი ობიექტების შემდეგ ამის შესაძლებლობა მცირე ბიზნესსა და ფიზიკურ პირებსაც მიეცემა. ამის შესახებ report.ge-ს ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ აცნობა. მისი პროგნოზით, მსგავსი პრაქტიკის დასანერგად ახლადშექმნილ ენერგეტიკულ ბირჟას დაახლოებით 5-6  წელი დასჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი არ შეფერხდება.

,,ენერგეტიკული ბირჟის სრულად დატვირთვის შემდეგ ტარიფებთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) და სახელმწიფოს საზრუნავი მოსახლეობა და მცირე ბიზნესი იქნება. სემეკი კი საბოლოოდ გათავისუფლდება იმაზე ფიქრისგან, რა მოუხერხოს, მაგალითად, მეტალურგიული ქარხნის თუ სხვა მსხვილი მწარმოებლების ტარიფს, ისინი თვითონ ივაჭრებენ ბირჟაზე საქართველოში გამომუშავებული თუ იმპორტირებული ელექტროენერგიით. ამით შევძლებთ ტარიფის დარეგულირებას ისე, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. თვითონ გენერაციის მწარმოებლებიც თავისუფალ კონკურენციაში შევლენ ბაზარზე და თვითონ მიხედავენ საკუთარ საქმეს, დოტაცია არ დასჭირდებათ. შეიძლება, ზედმეტად ან ნაკლებ ფასად იყიდონ დენი, ვიდრე დღეს ყიდულობენ, მაგრამ ეს იქნება მათი პრობლემა", - განმარტავს გია არაბიძე და დასძენს, რომ ასეთი მეთოდი აპრობირებულია აშშ-სა და მთელ ევროპაში, სადაც ელექტროენერგიის ყიდვისას არჩევანი დიდია.

,,მთელ ევროპაში არის ენერგეტიკულ ბირჟაზე მსხვილ კომპანიებთან ერთად ფიზიკური პირებიც ვაჭრობენ. არჩევანი დიდია, რადგან  რადგან მომხმარებელს სთავაზობენ უამრავ მიმწოდებელს სხვადასხვა ტარიფით და მყიდველი თვითონ აკეთებს არჩევანს. ჩვენთვის ამ ეტაპზე გადასვლა ჯერ ძალიან ადრეა. მსხვილი კომპანიების მოხმარება წლიურად 60 მლნ კვტ/სთ-ზე მეტია, თუ სექტორი კარგად განვითარდება. როგორც აღვნიშნეთ,  შეიძლება, მოსახლეობაც შევუშვათ ენერგეტიკულ ბირჟაზე, მაგრამ აქ ჩვენთან ეს სისტემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დამკვიდრდება. ეკონომიკის განვითარების დღევანდელი დონე არ მაძლევს ოპტიმისტური გათვლის საფუძველს. მინიმუმ 5-6 წელი გვჭირდება, რომ მოსახლეობას მიეცეს ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლის შესაძლებლობა. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკა სტანდარტულად, წლიურად 6-7%-ით მაინც გაიზრდება", - აცხადებს გია არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა და სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გაეშვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის შექმნით გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, ფასები კი იქნება უფრო მეტად კონკურენტული. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას ენერგეტიკის სექტორში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system