თავში

რა შეიცვლება ენერგობაზარზე

რა შეიცვლება ენერგობაზარზე
რა შეიცვლება ენერგობაზარზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის შექმნით გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, ფასები კი იქნება უფრო მეტად კონკურენტული. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას ენერგეტიკის სექტორში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის, განმარტებით,  ქვეყანაში ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზარი ყალიბდება. ეს ვალდებულება ქვეყანამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აიღო.

"ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტული და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრის დანერგვა ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაერთიანების ფარგლებში ხორციელდება. ამით ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ვაჭრობის ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის. ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები ერთმანეთს ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე შეხვდებიან, მყიდველიც და გამყიდველიც მათთვის მისაღებ ფასზე განაცხადს გააკეთებს. ფასის ოპტიმიზაციის ალგორითმით (რომლითაც ელექტროენერგიის ფასი დგინდება ევროპის უმრავლეს ენერგეტიკულ ბირჟებზე) მოხდება ყოველი საათის ფასის გაანგარიშება, რომელიც საჯარო გახდება ვაჭრობის დასრულებისთანავე. საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს," - განმარტავს თვალაბეიშვილი.

რა პრინციპით იმუშავებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, მისმა დირექტორმა, ირინა მილორავამ განმარტა. მისი თქმით, ბირჟა ერთგვარი პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს და უზრუნველყოფს გენერაციის ობიექტების, მოვაჭრეების, მომწოდებლებისა და მომხმარებლების კომუნიკაციას.

ბირჟაზე ვაჭრობის სურვილი უამრავმა კომპანიამ გამოხატა. უკვე მიღებულია 70-ზე მეტი კომპანიის 200 - მდე წარმომადგენლის განაცხადი.

რომელიც გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა და სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გაეშვა. ბირჟამ უკვე მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია.

ყველაფერი ენერგეტიკული ბირჟის შესახებ იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system