თავში

ევროპის რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

ევროპის რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა
ევროპის რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

მიმდინარე წლის ივნისში უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. 

2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა. თანხის 41.59%-ი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა. გადმორიცხვები ძირითადად იმ ქვეყნებიდან შესრულდა სადაც ემიგრანტების ქართული დიასპორაა თავმოყრილი. ესაა იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი პოლონეთი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის სიდიდთ იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან გზავნილებს, ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდ, თუმცა გადმორიცხული თანხის მოცულობით რუსეთი მაინც ლიდერია. 

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 17.8%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system