თავში

ფქვილის ბაზარზე მთავარ დაბრკოლებად ლარის კურსი სახელდება

ფქვილის ბაზარზე მთავარ დაბრკოლებად ლარის კურსი სახელდება
ფქვილის ბაზარზე მთავარ დაბრკოლებად ლარის კურსი სახელდება

უცხოურ ბაზრებსა და, შესაბამისად, საქართველოშიც, ფქვილის ფასი სტაბილურია, თუმცა გამოწვევად კვლავ ლარის კურსი რჩება. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა სოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა report.ge-თან ამბობს, 2 თვის მარაგი ქვეყანას ყოველთვის აქვს და ამ მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმეა, რის გამოც აჟიოტაჟური მოთხოვნაა, რაც უსაფუძვლო პანიკას იწვევს.

,,მთავრობის წევრებთან მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი, რათა ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს. 2 კვირაა, რაც ფასი არ შეცვლილა და 1  ტომარა ფქვილი 55 ლარად მიეწოდება ქარხნებს, პურთან მიმართებაში პრობლემა არ არის. ლარის კურსი რჩება გამოწვევად, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მინიმუმ თვის ბოლომდე მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით, რას მიიღებენ, თუ კურსმა სტაბილიზაცია ვერ შეინარჩუნა, რის რისკიც დიდია. ჩვენი მხრიდან გაურკვევლობა ლარის კურსს უკავშირდება. სპეკულაციური ტენდენციაც მიდის ბაზარზე, არიან კომპანიები და ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მეტ მარაგს იძენენ, ვიდრე მოთხოვნაა. ეს ნიშნავს, რომ სპეკულაციური მომენტია, არ გამოვრიცხავ, ხელოვნურად იძაბებოდეს სიტუაცია, რაც აჟიოტაჟს იწვევს. იმ პერიოდში, როცა ვამბობთ, რომ სტაბილურობაა, ვხედავთ, რომ აჟიოტაჟის და პანიკის შექმნას ხელს უწყობენ", - ამბობს სილაგავა.

მისი თქმით, 5-6 მექანიზმია, საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი და  აპრობირებული, რამაც ბაზარზე სტაბილურობას უნდა შუწყოს ხელი. ამიტომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომხმარებელი დაიცვას. თუმცა კონკრეტულად რა მეთოდს გამოიყენებენ, ლევან სილაგავას თქმით, ჯერჯერობით უცნობია.

,,სტაბილური ფასი არის მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებში. ლარი უფრო მეტად თუ გაუფასურდება და ამის გამო გაგვიძვირდება ხორბალი, სოციალურად დაუცველთათვის კომპენსაცია ან სუბსიდირების მექანიზმი უნდა ამუშავდეს. 2 კვირაში გაირკვევა, დაგვჭირდება თუ არა ჩარევა. დიდი ხანია, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიდის, მაგრამ როდის გაკეთდება და კონკრეტულად რა იქნება, ჯერ არ ვიცით. სუბსიდია ერთ-ერთი საერთაშორისო პრაქტიკაა კრიზისის დროს და შეიძლება გამოვიყენოთ", - აღნიშნავს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა სოციაციის ხელმძღვანელი.  

როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

მინისტრის თქმით, ამ ტიპის შეხვედრები საჭიროა, რომ ქვეყანაში პურის მიწოდება სტაბილური იყოს.

ცნობისთვის, საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა დამ ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

შეგახსენებთ, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system