თავში

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების წესი შეიცვალა

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების წესი შეიცვალა

მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტში „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება” სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრა წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 40%–ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 000 ლარისა.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრა პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 50%-ით და არა უმეტეს 500 000 ლარისა.

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 168 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. 168 სამაცივრის ჯამური შემოსავალი 5.2 მლნ. ლარს უტოლდება.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში გადამამუშავებელი მრეწველობის დიდი პოტენციალია როგორც პროდუქტის, ასევე ხე-ტყის შემთხვევაში. მათი მტკიცებით, მნიშვნელოვანია, ნედლეული ქვეყნიდან არ გავიდეს და ადგილზევე მოხდეს გადამუშავება, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ეკონომიკას. აგრომეცნიერები მტავრობას  რომ გადამამუშავებელი მრეწველობის როლი გაძლიერებას ურჩევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system