თავში

გაგრძელდება თუ არა ისრაელში დროებითი დასაქმების პროგრამა

გაგრძელდება თუ არა ისრაელში დროებითი დასაქმების პროგრამა
გაგრძელდება თუ არა ისრაელში დროებითი დასაქმების პროგრამა

ისრაელში საომარი ქმედებები დროებითი დასაქმების პროგრამაზეც ნეგატიურად იმოქმედებს. როგორც მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, დასაქმების მიზნით ქართველები ისრაელში მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც ვერ გაემგზავრებიან, სანამ პოლიტიკური დაძაბულობის მცირე საფრთხეც არსებობს. გოგიშვილის თქმით, ისრაელში დროებითი დასაქმების მსურველი ისედაც ცოტაა რეგისტრირებული და ისინიც თავს შეიკავებენ.

,,ოფიციალურ დონეზე არაფერი არ არის გადაწყვეტილი, პროგრამა ძალაშია, მაგრამ ვინც დარეგისტრირდა, ისინიც კი უარს იტყვიან ისრაელში სამუშაოდ წასვლაზე. ველოდები, რომ, მინიმუმ, შემოდგომამდე მაინც ხალხი თავს შეიკავებს. ისედაც ძალიან ცოტა იყო დარეგისტრირებული და ინტერესი, რომ ისრაელში დასაქმდნენ, მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში აღარ ექნებათ. დიდი რისკია, რომელიც მარტივად არ გადაივლის, ახლა იქ ყველას უჭირს, ადგილობრივს და ემიგრანტსაც, ყველა საომარ რეჟმშია და დასაქმებასთან დაკავშირებითაც მოლოდინი მკვეთრად ნეგატიურია", - ამბობს გოგიშვილი.

რაც შეეხება ისრაელში ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, report.ge ერთ-ერთ მათგანს, ლია სურამელაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მუშაობენ ძირითადად ის ქართველები, რომლებიც ოჯახებში არიან დასაქმებულები და გადაადგილება არ უწევთ, დანარჩენი, თითქმის ყველა, ჩაკეტილია და სიტუაციის გამოსწორებას ელოდება.

,,ქალაქ ბორიუდაში ვცხოვრობ და ვმუშაობ ოჯახში დამხმარედ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. განსაკუთრებით თვითდასაქმებულებს უჭუირთ, რომელბსაც უწევდათ გადაადგილება, ისინი დღესდღეობით უმუშევრები არიან და სიტუაციის გამოსწორებას ელოდებიან. სროლებია ჩვენგან დაშორებით, რამდენიმე მეტრში, ამიტომ დღის ნახევარს სარდაფებში ვატარებთ, ყველგან საფრთხეა. როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია თუნდაც დროებით, ისე, რომ საჰაერო მიმოსვლა საშიში არ გახდეს, სამშობლოში დავბრუნდები. ისრაელში სამუსაოდ ჩამოსვლასაც დიდი ხნის განმავლობაში ხალხი მოერიდება, სიკვდილს შვყურებთ თვალებში, არავინ იცის, როდის დასრულდება ეს კოშმარი ", - ამბობს ქართველი ემიგრანტი. 

ცნობისთვის, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად,საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეძლებენ დასაქმებას.  

7 მაისის მდგომარეობით, დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა. 

შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მეექვსე დღეა გრძელდება. არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system