თავში

გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება

გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება
გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება

"რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველომ ეპიდემიის პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გაიარა.

" მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ, თუმცა გაისად რესურსებ შეზღუდული იქნება," - უთხრა დამსაქმებლებს პრემიერმა გახარიამ.

პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება. მთავრობის მეთაური ინვესტორებს დაჰპირდა, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობს ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, დღეს 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system