თავში

"გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა

"გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა
გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა

რუსულმა გაზის ოპერატორმა, "გაზპრომმა" უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა. Report.ge-ს ცნობით,  ინფორმაციას უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელ ხელმძღვანელი სერგეი მაკოგონი ავრცელებს.

გაზპრომმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე უარი განაცხადა და  ტრანზიტი უკრაინის გავლით 109 მილიონი კუბური მეტრიდან დღეში 87,7 მლნ კუბურ მეტრამდე შეამცირა.

მაკოგონმა აღნიშნა, რომ გაზპრომის მიერ ტრანზიტის შემცირებამ გამოიწვია გაზის რეკორდული გატანა ევროპის საწყობებიდან.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system