თავში

"გზა, რკინიგზა და პორტის ფუნქციონირება, ერთად უნდა იქნეს განხილული"

"გზა, რკინიგზა და პორტის ფუნქციონირება, ერთად უნდა იქნეს განხილული"
გზა, რკინიგზა და პორტის ფუნქციონირება, ერთად უნდა იქნეს განხილული

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციაზე ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი შენიშვნა, მოხდა ამ შენიშვნების გადამუშავება და ველოდებით დასრულებული პროექტის წარმოდგენას, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“შემდგომში ვიფიქრებთ იმაზე, რომ სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია პროგრესთან უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის ნაწილში, იმიტომ, რომ ყველანი დამეთანხმებით, არ აქვს არანაირი აზრი გქონდეს გზა, მაშინ როდესაც არ გაქვს იქ ფუნქციონირებადი პორტი, სადაც თუნდაც წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში, როგორც ამას კონსორციუმი გვპირდებოდა, შემოვიდოდა პირველი გემი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ორივე საკითხი, როგორც გზა და რკინიგზა, ასევე პორტის ფუნქციონირება, ერთად უნდა იქნეს განხილული.

რაც შეეხება „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან სესხის მოძიებისა და საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილში ვალდებულებების შესრულებას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგენილ ვადებში შესრულება სავარაუდოდ ვერ მოხერხდება.

„შესაბამისად, 31 დეკემბერს, ჩვენ გვექნება საშუალება უკვე ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ შემდგომ გადაწყვეტილებებზე,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system