თავში

იანვარ-აპრილში ბანკებმა 667 მილიონი იზარალეს

იანვარ-აპრილში ბანკებმა 667 მილიონი იზარალეს
იანვარ-აპრილში ბანკებმა  667 მილიონი იზარალეს

საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ი)ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება აღმოჩნდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ბანკებმა იზარალეს მარტშიც.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა.

წმინდა მოგება ნეგატიური იყო და მინუს 747 მილიონ ლარს გაუტოლდა, რამაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ი შეადგინა. 

მაშინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ბანკებს სტაბილურობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვთ. მისივე თქმით, ეკონომიკურ შოკს საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა.

სებ-ის განმარტებით, წინა წლებში სფერო საკმაოდ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა შექმნილიყო ბუფერების ადეკვატური მოცულობა, რომელთა გამოყენებაც სწორედ ამგვარ კრიზისულ ვითარებებში არის მნიშვნელოვანი.

სებ-ის მონაცემებით, წლის აპრილში 15 ბანკის ჯამური შემოსავალი 352 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 1.5%-ითაა შემცირებული. აქედან საპროცენტო შემოსავლებმა 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7%-ით მეტია. ზრდის მიზეზად სებ-ი ბიზნეს სესხების მიმართულებით შემოსავლების 24%-იან ზრდას ასახელებს.

ფიზიკური პირების სასესხო შემოსავალი კი 5%-ით არის შემცირებული, რასაც სებ-ი ბანკების მიერ მოქალაქეთათვის სესხების გადავადების პროგრამის შეთავაზებას უკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system