თავში

იაპონიაში შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო

იაპონიაში შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო
იაპონიაში შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო

შქმერული იაპონიაში დიდი მოწონებით სარგებლობს. იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობა იზრდება. ამჯერად ქართული კერძი - შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა.

NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ მზადების პროცესში მწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან. შედეგად, გადაწყდა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა.

ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.

ამგვარი სახის თანამშრომლობა მეტწილად განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოს საელჩო ძლიერად არის წარმოდგენილი ციფრულ სივრცეში და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ქართული კულტურის პოპულარიზებისათვის.

კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას.

ცნობისთვის, შქმერული ძველი რაჭული კერძია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში.

შქმერულის სახელწოდება რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის.

მისი უნიკალური გემო ქათმის ხორცის, ნივრისა და რძის კომბინაციით მიიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system