თავში

კარტოფილის ექსპორტით საქართველოს შემოსავალი გაიზარდა

კარტოფილის ექსპორტით საქართველოს შემოსავალი გაიზარდა
კარტოფილის ექსპორტით საქართველოს შემოსავალი გაიზარდა

სტატისტიკური მონაცემებით,  საქართველომ კარტოფილის ექსპორტით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 624.3 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 520%-იათ მეტია  გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე. მიმდინარე წელს საქართველომ კარტოფილი რუსეთში (269.6 ათასი დოლარი, 599.2 ტ.), აზერბაიჯანში ( 196.1 ათასი დოლარი, 1 557.6 ტ.), თურქმენეთში (125.4 ათასი დოლარი, 871.2 ტ.), მოლდოვაში (21.8 ათასი დოლარი, 109.1 ტ.) სომხეთსა და მცირე რაოდენობით ჰონგ-კონგშიც გაყიდა. 

შარშან გიანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე 560.3 ტონა კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა, რომლის ღირებულება 100.7 ათასი დოლარს გაუტოლდა. 

შარშან საქართველომ კარტოფილის ექსპორტი, 9.7%-ით გაზარდა და მისი ღირებულება 2020 წელს 1.1 მლნ დოლარს გაუტოლდა. ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველომ აზერბაიჯანსა და რუსეთში დააექსპორტა. 

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების შარშანდელი სია კი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი - 1 663.6 ტონა,  669.1 ათასი დოლარის. 

2. აზერბაიჯანი -  2 130 ტონა,  319.1 ათასი დოლარის.

3. სომხეთი -  253.4 ტონა, 34.4 ათასი დოლარის.

4. მოლდოვა - 102.7 ტონა,  32.9 ათასი დოლარის. 

5. ბელარუსი - 81.4 ტონა,  12.3 ათასი დოლარის.

შარშან საქართველომ კარტოფილი ჯამში 17 ქვეყანას მიაწოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში შარშან კარტოფილის უხვი მოსავალი იყო, თუმცა ფასი მცირე.

ცნობისთვის, ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ.

მეკარტოფილეობის სისტემური განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახალ ინიციატივას იწყებს და საქართველოს კარტოფილის ფორუმის შექმნას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაძლიერებას და საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რაც კარტოფილის მინდვრიდან ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს.

კარტოფილის მოსავლიანობის ზრდაში საქართველოს USAID-იც ეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system