თავში

ქართულ-ყაზახური ურთიერთობების პერსპექტივა

ქართულ-ყაზახური ურთიერთობების პერსპექტივა
ქართულ-ყაზახური ურთიერთობების პერსპექტივა

ქართულ-ყაზახური ურთიერთობის პერსპექტივას პოზიტიურად აფასებს ეკონომიკის დოქტორი, სოფლის მეურნეობის ექსპერტი ბადრი რამიშვილი. ის ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყაზახური ინვესტიციების შემოსვლა და ასევე ექსპორტიც, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა, რის შესაძლებლობაც საქართველოს გააჩნია. 

როგორც რამიშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე იმპორტზე მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე ექსპრტს შეიძლება ჰქონდეს. 

,,ყაზახეთი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა და მასთან კავშირების გააქტიურებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. კარგია, რომ ქვეყანაში ყაზახური ინვესტიციები შემოდის, უძრავი ქონების ბაზარზე ამის დიდი შესაძლებლობაა.  ერთდერთი, იმ მხრივ ვხედავ პრობლემას, რომ ექსპორტი ძნელად წარმოსადგენია, ძირითადად, ციტრუსს განვიხილავ. ჩვენ საკმაოდ აქტიური კავშირები გვქონდა ყაზახეთთან, პანდემიამდე ქართული კურორტებში განსაკუთრებით საირმეში, ბევრი ყაზახი ისვენებდა. ტურიზმის სფეროში ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობა იქნება შესაძლებელი. უფრო მრავალგანვითარებულია და შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვიყენოთ პოტენციალი, რასაც შეიძლება ამ ქვეყანასთან ეკონომიკირი და სავაჭრო ურთიერთობის შედეგად მივაღწიოთ, ამ მხრივ საკმაოდ დიდი პერსპექტივა გვაქვს", - ამბობს report.ge-სთან რამიშვილი.

განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ნებისმიერ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანასთან წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი აქვს, სანამ წარმოება არ განვითარდება და ორმხრივი, მყარი კავშირების დამყარება არ გახდება შესაძლებელი.

,მთავრობა ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს რაღაცას აკეთებს.  ეკონომიკური კავშირები ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანასთან გვაქვს იმ ტიპის წარმოება, რომ იმპორტ-ექსპორტის სალდო, მინიმუმ, ნულოვანია. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ექსპორტი იწარმოებოდეს იმ დონეზე, რამდენიც იქიდან იმპორტის საშუალებით მიიღება. სუსტსა და ძლიერს შორის კონტრაქტი როცა იდება და ხელთ არანაირი აქტივები არ გვაქვს, სარგებელს არა თუ ვერ მიიღებ, იჩაგრები, ასეთი სიტუაციაა. ამ საფრთხეს ყაზახეთთან მიმართებაშიც. ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას სჭირდება სურვილი, შესაბამისი ნება და პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება გარკვეული პერიოდით, რომ წარმოება ფეხზე დადგეს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ პარტნიორი ქვეყანა  დიდ მოგებას მიიღებს, ვიდრე საქართველო", - განუმარტა report.ge-ს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ყაზახური გაერთიანების შექმნის იდეა გაჩნდა. აზახეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის და კულტურულ-სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმიც გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system