თავში

ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გავიდა

ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზ
ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გავიდა

„პირველად საქართველოს ისტორიაში მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპ კომპანია გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა, რაც დასტურია, რომ ჩვენი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯია,"ასე აფასებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთი ლიდერის, კომპანია SpinCar-ის, მიერ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის შეძენას. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება.

"ვულოცავ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის გუნდს ამ წარმატებას. ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველის,“ - ამბობს მინისტრი.

ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI-ი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100,000 ლარისა და 650,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.

„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციების სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლიდან აქტიურად მხარს უჭერს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე 2018 წლიდან შევძელით უფრო მასშტაბური მხარდაჭერის პროექტები შეგევთავაზებინა ქართველი სტარტაპებისთვის და დღეს ყველა უკვე ვხედავთ ამ შედეგებს. ეს პირდაპირი დასტურია, რომ საქართველოს მთავრობის ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებში და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქართულ სტარტაპს ეს წარმატება, ფინანსთა მინისტრმა და პრემიერმა ღარიბაშვილმაც მიულოცა.

Pulsar AI - მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის. Pulsar AI - ის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar - ის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar - ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar - ის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს Pulsar AI - ი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.

Pulsar AI - ის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა - მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

SpinCar - ი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორისწარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაცკლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმშივიზიტის დროს. SpinCar- ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანადდაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგებაავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

Pulsar AI - ის შესყიდვით, SpinCar - ის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში (კანადა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system