თავში

ქართული ცხვრის ექსპორტი ჭირს

ქართული ცხვრის ექსპორტი ჭირს
ქართული ცხვრის ექსპორტი ჭირს

საქართველოდან ცხვრის ექსპოტი შეფერხებულია.მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის და „აგროქიზიყის“ წარმომადგენელი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ  ათასობით ცხვარი ჯერ კიდევ გასაყიდია. პრობლემა ისიცაა, რომ გაყიდული ცხვრების უმეტესობა მამალი ცხვარია (ვერძი). დედალ ცხვარს (ნერბს) ნაკლებად ითხოვენ, რაც მომავალი 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ცხვრის სულადობრივ მაჩვენებელს გააორმაგებს. ცხვრის გაორმაგებული ოდენობის გამოკვება კი, გონაშვილის შეფასებით, გაჭირდება, რადგან ქვეყანას საკმარისი საძოვრები არ აქვს. 

„საქართველოში მინიმუმ 30-40 ათასი სული ცხვარია დარჩენილი, როდესაც შარშან უკვე ნოემბერში 240 000-მდე იყო გაყიდული. ეს შექმნის პრობლემას და ზამთარში გაზრდილი რაოდენობის ცხვრების გამოსაკვებად საძოვრები საკმარისი არ იქნება. გადაზიდვის პრობლემაც იყო, მაგრამ ახლა უკვე ყატარის ავიახაზები ამუშავდა და ნელ–ნელა ეს პროცესი გამარტივდა. მე პირადად შეკვეთა მაქვს და 10 000 ცხვარი უნდა მივაწოდო საუდის არაბეთს, იმედი მაქვს გაგრძელდება ეს პროცესი, – ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დარგი თანდათან იუმჯობესებს პოზიციებს, რაც კარგია, თუმცა სექტორი რომ მაღალ დონეზე განვითარდეს, მნიშვნელოვანია სრული ციკლი შეიკრას და ცოდნა გაღრმავდეს, კერძოდ,თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა გამარტივდეს.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბრისთვის საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია ცხვრის ექსპორტის გააქტიურებაზე იუწყებოდა. ბექა გონაშვილი ამბობდა, რომ პანდემიის გამო შექმნილი პრობლემა გამოსწორდა და ექსპორტიორებს  დაბრკოლება აღრრ ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიურ შოკს ბოლომდე თავი ცხვრის ექსპორტმაც ვერ დააღწია. 

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საუდის არაბეთში განხორციელებული ცხვრის ექსპორტის ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.ეს 36%-ით მეტია 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით.

საქართველოდან 2020 წლის 10 თვეში 51 01 სასაქონლო კოდით  374.4 ტონა მატყლი დაექსპორტდა. ფულად გამოსახულებაში მატყლის წელს განხორციელებული ექსპორტი 233.7 ათას დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system