თავში

კომუნალურების სუბსიდირებაზე წელს 87 მილიონი ლარი დაიხარჯა

კომუნალურების სუბსიდირებაზე წელს 87 მილიონი ლარი დაიხარჯა
კომუნალურების სუბსიდირებაზე წელს 87 მილიონი ლარი დაიხარჯა

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წელს კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა ბიუჯეტს 87 მილიონი ლარი დაუჯდა.  ტარიფების სუბსიდირების პროგრამა 2020 წელს დაიწყო და ის შარშანდელი ბიუჯეტიდან მასზე 328.9 მილიონი ლარი დაიხარჯა. კომუნალური ტარიფების სუბსიდირება ორ ეტაპად განხორციელდა - აქედან პირველი ეტაპი გასული წლის გაზაფხულზე - მარტში, აპრილსა და მაისში იყო. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 172.7 მილიონი ლარი, მეორე ეტაპის ღირებულება კი 210 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, პროგრამა 2020 წლის გაზაფხულზე ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 2020-2021 წლის ზამთარში კი ის ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა.

ზამთრის კომუნალური სუბსიდიისთვის მთავრობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში, 4 თვის განმავლობაში 200 კუბური მეტრი გაზისა და 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საფასური მთავრობამ დაფარა. სუბსიდირება გავრცელდა ნოემბერში, დეკემბრში, იანვრისა და თებერვალში მოხმარებული გაზის, ელექტრიენერგიისა და წყლის შემთხვევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system