თავში

კონკურენციის სააგენტოს მუშაობის პრონციპი იცვლება

კონკურენციის სააგენტოს მუშაობის პრონციპი იცვლება
კონკურენციის სააგენტოს მუშაობის პრონციპი იცვლება

ბაზარზე სამართლიანი და კონკურენტული გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. სწორედ ამიტომ დაიწყო კონკურენციის რეფორმირებაც. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცახადა.

ის დეტალურად განმარტავს, რა პრინციპით მიიღებს გადაწყვეტილებებს კონკურენციის სააგენტო ბიზნესოპერატორის მხრიდან კონკურენციის პრონციპების დარღვევის შემთხვევაში. 

„ახლა იქნება კოლეგიალური ორგანო - პარლამენტის მიერ დამტკიცებული 5 წევრი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხისმგებელი და ჩვენ გამოვრიცხავთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ექნება სააგენტოს საქმე და გამჭვირვალობის ხარისხი და პასუხისმგებლობის გადანაწილება, ვფიქრობ, წაადგება საქმეს და ევროპული გადაწყვეტილებაც ასეთია“, - აღნიშნა კაკულიამ და დაამატა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს სააგენტო, რომელიც ბაზარზე სამართლიანი წესების არსებობას უზრუნველყოფს, რაც დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.

კაკულიას თქმით, კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა მას რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის. არსებობდა პროცედურული ნორმები, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას, რეალურად შესწავლილიყო საკითხი, არ არსებობდა არავითარი სანქციები.

"როდესაც რომელიმე მოთამაშეს აქვს ბაზრის დიდი წილი, მას შეუძლია შეიქმნას დომინანტური მდგომარეობა. ეს მდგომარეობა, როგორც ასეთი, დანაშაულს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება უკვე დანაშაულია. საკითხების ის ჩამონათვალიც, რომელსაც სააგენტომ უნდა მიაქციოს ყურადღება, მიანიშნებს ამაზე - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, როდესაც შენ საბაზრო წილის მაქსიმუმს დააწესებ და სააგენტოს ყურადღების არეალში ხვდები. საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი, რას ნიშნავს არახელსაყრელი და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. ერთ-ერთი გამოწვევაა კონცენტრაციები, როდესაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელები ერთიანდებიან და საფრთხეს უქმნიან კონკურენციას, ამ შემთხვევაშიც სააგენტო ძალიან მყარი და მკაფიო ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. ამიტომ ეს ყველა ფაქტორი - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის ხელის შემშლელი ხელშეკრულებები, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და კონცენტრაციები ძალიან მკაფიოდაა გაწერილი. დაზუსტდა ტერმინები და მათი განმარტებები, დაზუსტდა სანქციებიც და სააგენტო ფუნქციებიც“, - ამბობს კაკულია და დასძენს, რომ თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკას ვაშენებთ, ბაზარი უნდა დაემსგავსოს ბაზარს, რაც კაკულიას ტქმით, კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებით შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარის ნაცვლად 5-კაციანი საბჭო უხელმძღვანელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 965 000 ლარი უნდა გამოიყოს, რასაც მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აპროტესტებს. 

„ჩვენს წინაშეა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის საპენსიო, საკურორტო თანამდებობების შექმნის მცდელობა. „ქართული ოცნების“ ფულის ფლანგვის მორიგი სქემა - კონკურენციის სააგენტოს“, რომელიც წლებია არაფერს აკეთებს, დაფინანსება დამატებით 965 000 ლარით ეზრდება. როცა ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური პრობლემები, როდესაც გაკოტრების პირას არის უამრავი მცირე ბიზნესი, მაგალითად, კერძო საბავშვო ბაღები, როდესაც ადამიანები იხვეწებიან 200- ლარიან დახმარებას, სახელმწიფო აპირებს ისევ საშუალო და მცირე ბიზნესის ხარჯებით დააფინანსოს საკუთარი წევრები. "ქართული ოცნებას" არ აინტერესებს მოქალაქეების გასაჭირი, ხალხის ბრძოლა გადარჩენისთვის, აინტერესებს მხოლოდ საკუთარი თანამებრძოლების და საკუთარი წევრებისთვის სასათბურე პირობების შექმნა,“ - ამბობს დოლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system