თავში

ლარს სპეკულაციური ზეწოლაც აუფასურებს

ლარს სპეკულაციური ზეწოლაც აუფასურებს
ლარს სპეკულაციური ზეწოლაც აუფასურებს

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მთავრობაც და ექსპერტებიც პოლიტიკური პროცესების გავლენას მიიჩნევენ. ასეთ მოსაზრებას ეთანხმება საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ლარზე ასევე დიდია სპეკულაციური ფაქტორების გავლენა, რაც კურსზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს.

,,კრიზისული ვითარება, რაც პოლიტიკაში არსებობს, ლარის გაუფასურებას განაპირობებს. ბევრი კითხვა წარმოიშობა, მათ შორის, თუ რა უნდა შემუშავდეს სავალუტო ბაზარზე, რათა მიდგომა შეიცვალოს, მაგრამ მთავარი როლი სახელმწიფოს აკისრია. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ ფორმირდება მთავრობა, მან უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას და მოძებნოს რესურსი ლარის გასამყარებლად. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ, რა უშველის ლარს, პირველ რიგში, პოლიტიკურ კრიზისს უნდა მივხედოთ.  მიმდინარე ტენდენცია, რაც სავალუტო ბაზარზე ხდება, ბაზრის სუბიექტების მოლოდონზე ძალიან უარყოფითია და ეს გადამწყვეტ როლს თამაშობს. ინტერვენციები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქაც დიდი პროვლემაა, რადგან ამით ლარზე სპეკულაციური ზეწოლა  შეიძლება გაძლიერდეს. გადაწყვეტილება, რა უნდა გააკეთოს სებ-მა, მიმდინარე სიტუაციებზეა დამოკიდებული. შეიძლება, უკეთესისც იყოს, განზე გავწიოთ ინტერვენციები და ლარის კურსი ბაზარს მივანდოთ, რათა სპეკულაციური ზეწოლა დაცხრეს. ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვენციებს ნეგატიურად ვაფასებ, რა ეფექტი ექნება მას, შემდეგში გამოჩნდება, ჯერ მისი გავლენა კურსზე არ იგრძნობა", - განმარტავს report.ge-თან მიხელ თოქმაზიშვილი.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საარჩევნო კრიზისის დაცხრომა. მანამდე კი, რა რესურსიც ექნებათ ფინანსურ აგენტებს, ეცდებიან თავიანთი ვალუტის ლიკვიდურ ვალუტაში გადაყვანას ან სპეკულაციებს, ხოლო ერთიც და მეორეც, ბაზრისთვის უაღრესად ნეგატიურია. 

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაში (BAG) ლარის კურსის დასტაბილურების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system