თავში

ლენტეხში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო - PHOTO

​ლენტეხში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო
ლენტეხში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო - PHOTO

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო – საველე სამუშაოების პროცესს თეა წულუკიანი გაეცნო.

თეა წულუკიანის თქმით, მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება.

"4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს," - აღნიშნავენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობაში.

საქართველოში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიწის საყოველთაო რეგისტრაციის პროგრამის დაჩქარება ჯერ სამი თვის წინ, მაისში, დააანონსა და თქვა, რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ უნდა დარჩეს. ქვეყანაში დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი და მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა აღარ უწევთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system