თავში

მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს

მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს
მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო.  53 წევრი ქვეყნიდან გადაწყვეტილებას მხარი 27-მა ქვეყანამ დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არიან აშშ-მა და ევროკავშირის წევრები. ინიციატივის წინააღმდეგი იყო 25 ქვეყანა. უკრაინა კენჭისყრაში თავი შეიკავა.

კომისიამ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვრით დათარიღებული ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

მარიხუანა დარჩა ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში,შესაბამისად, მასზე გავრცელდება კონტროლის ყველა ზომა, რაც ნარკოტიკებზე ვრცელდება.

შეგახსენებთ, ორი წლის წინ  საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით მისი წარმოება უნდა დაიწყებულიყო. მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა, თუმცა საპატრიარქოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია და მთავრობამ კანონპროექტი უკან გამოითხოვა. 

ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანამ ამით ეკონომიკურად წააგო. მათი თქმით, მსოფლიოში უამრავი ქვეყანა აწარმოებს მარიხუანას საექსპორტოდ და ამით მათი ეკონომიკა შესაშურ შემოსავალსაც იღებს. სპეციალისტების თქმითვე, საქართველოს ეკონომიკა ამით ეჭვგარეშე იხეირებდა, რადგან რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვთ დეკლარირებული. უფრო მეტიც, ანალიტიკების მტკიცებით, ეს ინიციატივა ბიძგს მისცემდა ტურიზმსაც.

ეკონომიკაში მარიხუანას "მწვანე ოქროს" უწოდებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system