თავში

გაერო-მ კანაფი ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალების სიიდან ამოიღო

გაერო-მ კანაფი ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალების სიიდან ამოიღო
გაერო-მ კანაფი ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალების სიიდან ამოიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიამ ნარკოტიკული საშუალება კანაფი მსოფლიოს ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ CNN წერს.

კომისიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას მხარი დაუჭირა, რომელიც კანაფისა და კანაფის ფისის ნარკოტიკული საშუალებების 1961 წლის კონვენციის IV დანართიდან ამოღებას ითვალისწინებს. დანართის მიხედვით ის ჰეროინთან და სხვა მავნე ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად მოიხსენიებოდა. კენჭისყრის შედეგად კი ეს საშუალებები აღარ არის კლასიფიცირებული, როგორც ყველაზე მავნე ნივთიერებები და აღიარებულია, რომ მათ აქვთ სამედიცინო სარგებელი. მაგრამ ორივე მათგანი კვლავ I განრიგის კატეგორიაში რჩებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მკაცრ საერთაშორისო კონტროლს მაინც მოითხოვს.

კომისიამ ახალი გადაწყვეტილება 27 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ერთმა წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და სამხრეთ აფრიკამ, ხოლო ბრაზილიამ, ჩინეთმა, რუსეთმა და პაკისტანმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system