თავში

რატომ უწოდებენ მარიხუანას "მწვანე ოქროს"

რატომ უწოდებენ მარიხუანას "მწვანე ოქროს"
რატომ უწოდებენ მარიხუანას მწვანე ოქროს

გასულ წელს საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით მისი წარმოება უნდა დაიწყებულიყო. მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა, თუმცა საპატრიარქოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია და მთავრობამ კანონპროექტი უკან გამოითხოვა. 

ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანამ ამით ეკონომიკურად წააგო. მათი თქმით, მსოფლიოში უამრავი ქვეყანა აწარმოებს მარიხუანას საექსპორტოდ და ამით მათი ეკონომიკა შესაშურ შემოსავალსაც იღებს. სპეციალისტების თქმითვე, საქართველოს ეკონომიკა ამით ეჭვგარეშე იხეირებდა, რადგან რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვთ დეკლარირებული. უფრო მეტიც, ანალიტიკების მტკიცებით, ეს ინიციატივა ბიძგს მისცემდა ტურიზმსაც.

Report.ge დაინტერესდა რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანას კულტივაცია, სად ხდება კანაფის ყველაზე დიდი რაოდენობის წარმოება და რომელ ქვეყნებს გააქვთ იგი ექსპორტზე.

როგორც გამოცემა South China Morning Post-ი წერს, მარიხუანა ნამდვილი მწვანე ოქროა ფერმერებისთვის. ერთი ჰექტარი მოსავლის გაყიდვით ფერმერი 1500 ამერიკულ დოლარს იღებს, რაც ბევრად აჭარბებს სიმინდის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. ფერმერები კანაფის ღეროს ქსოვილის ქარხანაში აბარებენ, ფოთლებს ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ, თესლს კი საკვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იბარებენ. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები და ბაწრები, როგორც წესი, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

გაეროს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში ლეგალური კანაფის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა იყო 2016 წელს. როგორც გამოცემა Independent - ი წერდა, მხოლოდ 2016 წელს გაერთიანებულმა სამეფომ სამედიცინო და სამეცნიერო გამოყენებისთვის 95 ტონა მარიხუანა აწარმოა. ქვეყანამ და 2,1 ტონა გაიტანა ექსპორტზე. ეს მსოფლიოში ექსპორტზე გატანილი მარიხუანის 70%-ია. ექსპორტის მოცულობით მას მოჰყვებოდა ნიდერლანდები, რომელმაც 2016 წელს საზღვარგარეთ 0,5 ტონა მარიხუანა დააექსპორტა. მესამე ადგილზეა ავსტრია, რომელმაც 0,2 ტონა კანაფის ექსპორტი ანახორციელა. ქვეყნებს შორის, რომლებმაც 0,1 ტონაზე ნაკლები მარიხუანას ექსპორტირება მოახდინა იყო დანია, გერმანია და კანადა.

"წარმოება-ექსპორტზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სამედიცინო სფეროსთვის ეს მცენარე მისაღები და საჭიროცაა. მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის, სიმსივნის. მხოლოდ მივესალმები, თუ ქართულ სამედიცინო ინდისტრიაში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება. ნარკოთრობისთვის მისი ხშირი მიღება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ესაა ტვინის სიმსივნე და გულის ინფარქტი", - განუცხადა Report.ge-ს ექიმ-ნარკოლოგმა ზვიად ფანჯაკაძემ და დასძინა, რომ კანაფში შემავალი ცხიმი საუკეთესოა გარეგანი მალამოებისა და ზეთების დასამზადებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system