თავში

მეპურეები ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ითხოვენ

მეპურეები ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ითხოვენ
მეპურეები ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ითხოვენ

პურის მრეწველთა კავშირი ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში 20 ტონამდე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოების ჩართვასაც ითხოვს. როგორც კავშირის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე განმარტავს, მწარმოებელთა ნაწილი ფქვილის და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიღმა დარჩნენ და ნაწილს წარმოების გაჩერება მოუწია. დოლიძის განმარტებით, ელექტროენერგია, საფუარი, საწვავი და შესაფუთი მასალა ისეა გაძვირებული, რომ პურის მწარმოებლების ხარჯი შემოსავალს აჭარბებს. 

დოლიძე ამბობს, რომ პურის მცხობელებმა ელ. ენერგიის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ მოახერხეს.

„არ იყო გაჟღერებული სათანადოდ, ჩვენამდე ვერ მოვიდა ეს ინფორმაცია. ეს პორტალი 2 კვირა იყო გახსნილი, შემდეგ დაიხურა და ეს თემა პურის მცხობელებისთვის ნამდვილად ჩავარდა,“ - ამბობს დოლიძე. 

პურპროდუქტების მწარმოებელთა ინფორმაციით, ფქვილის გაიაფების გამო შეიძლება სუბსიდია მალე აღარც გახდეს საჭირო. მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში 1 ტომარა ფქვილი 7 ლარით გაიაფდა და 61 ლარი შეადგინა. ტენდენცია გრძელდება, რაც გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაიაფებას უკავშირდება.  

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

2021 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზარდა. პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, მათ შორის პურის მწარმოებლებს, 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system