თავში

მიკრო და მცირე მეწარმეობის გაფართოებული პროგრამა ივნისიდან დაიწყება

მიკრო და მცირე მეწარმეობის გაფართოებული პროგრამა ივნისიდან დაიწყება
მიკრო და მცირე მეწარმეობის გაფართოებული პროგრამა ივნისიდან დაიწყება

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის გაფართოებული პროგრამის პირველი და მეორე ფაზების ვადები უკვე დაამტკიცა.

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტო "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს.

პროექტი ორ ეტაპიანია და პირველი ეტაპი 1 ივნისს დაიწყება, 

სააგენტოს ცნობით, 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით მოხდება მცირე და მიკრო ბიზნესისგან იდეების მიღება, ხოლო გამარჯვებული 31 ივნისამდე გამოვლინდება.

შემდეგი ეტაპები გულისხმობს ბიზნესგეგმებს და ბენეფიციარის შეფასებებს. მოწონებული პროექტების დაფინანსება 7-30 სექტემბრის ინტერვალში მოხდება.

პროექტის მეორე ფაზა 17 აგვისტდან იწყება და 2021 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2020 წელს 30 მილიონი ლარით, ბიუჯეტის მოცულობა 10-დან 40 მილიონ ლარამდე იზრდება. 

გრანტის მაქსიმალური მოცულობა კი 30 ათასი ლარი იქნება. თანამონაწილეობის მოთხოვნა კი 10%-მდე შემცირდება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პროგრნოზით, მიკროგრანტების განახლებული პროგრამით უახლოეს პერიოდში სულ მცირე 5000 ქართული ოჯახი ისარგებლებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომლეთაც დღეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system