თავში

მიწის რეგისტრაციის პროცესი კვლავ დაბალ დონეზეა

მიწის რეგისტრაციის პროცესი კვლავ დაბალ დონეზეა
მიწის რეგისტრაციის პროცესი კვლავ დაბალ დონეზეა

მიწის რეგისტრაციის პროცეის მრავალგზის გადავადებამ, პირობების გამარტივებამ და სხვადასხვა შეღავათმა ფერმერები ვერ წაახალისა. როგორც აგრარული სფეროს ექსპერტი პაატა აროშიძე report.ge-თან ამბობს, პრობლემა თვითონ მოსახლეობაშია, რომელიც მიჩვეულია, რომ წინაპრების ნაქონ მიწას არავინ ედავება და არც ცდილობს საბუთების წესრიგში მოყვანას.

,,საქართველოში მიწის მასიური რეგისტრაცია 1999 წელს ჩატარდა. შესაბამისი დოკუმენტები ტექნიკურ ბიუროში გაიცემოდა და დღესაც ბევრს შემორჩა. შემდგომშიც ჩატარდა რეგისტრაციები, მაგრამ აჭარაში არ განხორციელებულა და ახლაც მიწების დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელია. წინაპრების ნაქონ მიწას, რომელსაც არავინ ედავება,ხალხი წლობით ამუშავებდა და ყველამ იცის, რომელი ნაკვეთი ვისი საკუთრებაა. ასეთი დამოკიდებულებაა საკუთრების მიმართ , რაც რეგისტრაციის პროცესზე ნეგატიურად აისახება“, - ამბობს აროშიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გამარტივებულია, მაინც რთულად მიდის ეს პროცესი, რაც უფრო მენტალური პრობლემით არის გამოწვეული.

,,ხშირია, როცა სოფელი მუნიციპალურ ცენტრს დაშორებულია და ეზარება ხალხს მისვლა და პროცედურების გავლა, მით უმეტეს, რამდენიმე დღე შეიძლება დასჭირდეს და დროს არ კარგავს. იცის, არც არავინ შეედავება ამ ხნის განმავლობაში. ამდენად, ობიექტური თუ სუბიექტური პირობებია, რაც რეგისტრეციიის პროცესს აყოვნებს. ბოლოს და ბოლოს, მთავრობის ინტერესშიც არის, გაიმიჯნოს სახელმწიფო და კერძო საკუთრება, ვინ რამდენს ფლობს, ზუსტი მონაცემი ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ გვაქვს იმის გამო, რომ რეგისტრაცია სათანადოდ არ მიმდინარეობს“, - აცხადებს აროშიძე.

აღსანიშნავია, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ჯერ კიდევ ივნისში გამოცხადაა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რის საფუძველზეც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

იუსტიციის სამინისტროსთვის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს 251.0 მლნ ლარს, რაც 2020 წელთან შედარებით 26 მილიონი ლარით მეტია. აქედან მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,0 მლნ ლარზე მეტი, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system