თავში

მოახერხებს თუ არა საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ლიდერობას

მოახერხებს თუ არა საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ლიდერობას
მოახერხებს თუ არა საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ლიდერობას

ეკონომისტი აკაკი ცომაია არ იზიარებს საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის სტატუსს შეინარჩუნებს. ამ თვალსაზრისით, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, გადაჭარბებულია სავალუტო ფონდის პროგნოზიც, რომელიც საშუალოვადიან გათვლებს ემყარება და არსებულ მდგომარეობას ნაკლებად ითვალისწინებს.

,,ნებისმიერი ასეთი ტიპის პროგნოზი უფრო ჰგავს წინასწარმეტყველებას, რომლის უკან არ დგას რაიმე კვლევა ან მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც შეიძლება  გამოიტანო დასკვნა. არსებული პროცესები და მასთან დაკავშირებული მოლოდინები პოზიტიური პროგნოზის საფუძველს არ იძლევა. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, ვინ შეინარჩუნებს რეგიონში ლიდერის სტატუსს, წინასწარ ეს არავინ იცის. შეიძლება ბევრი სხვადასხვა სცენარი წარმოვიდინოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანსა და  სომხეთში მიდიოდა ომი და დღესაც გაურკვევლობაა, რაც მათ ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ ეს სიტუაცია არ შეიძლება გამოვიყენოთ საბაბად, ვთქვათ, რომ რეგიონში ჩვენი ქვეყანა ლიდერი გახდება. მით უმეტეს, საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციაა, როგორი იქნება საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგი და რით დასრულდება, უცნობია. პროცესებს ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, ნაკლები საფუძველია ვთქვათ, რომ ლიდერი გავხდებით. სავალუტო ფონდი წარსული პერიოდის საშუალო მაჩვენებელს ემყარება, რაც არ მიმაჩნია მომავლის განსაზღვრის სწორ გზად, ამიტომ ასეთ პროგნოზს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს, მხედველობაში ვერ მივიღბთ", - აცხადებს აკაკი ცომაია report.ge-თან.

ცნობისთვის, სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავასაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით.
ამავე მოსაზრებისაა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომლის განცხადებითაც, ფონდის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად.

მინისტრის შეფასებით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს ზრდას და საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system