თავში

მოსახლეობა თითქმის მასიურად დაბალანაზღაურებად სამუშაოს ეძებს

მოსახლეობა თითქმის მასიურად დაბალანაზღაურებად სამუშაოს ეძებს
მოსახლეობა თითქმის მასიურად დაბალანაზღაურებად სამუშაოს ეძებს

დასაქმების კომპანიებში ვაკანსიები 40%-ით შემცირდა, ხოლო სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა. ასეთია მონაცემი, რომელიც Hr.com.ge-ს რეგიონალური მენეჯერის, ინგა შახბაზიანის, ინფორმაციით, შრომის ბაზარზე covid-19-ის გავლენას ასახავს. მისი თქმით, თვეში საშუალოდ 3000-მდე განცხადება რეგისტრირდება, ხოლო კომპანიები კადრებს იშვიათად ითხოვენ. როგორც აღმოჩნდა, დასაქმების მსურველები უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზეა. ამ მხრივ გაყიდვების სფერო და დისტრიბუცია ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებენ.

,,ეპიდემიის გავლენა შრომის ბაზარზე საკმაოდ მძიმეა. მარტიდან მოყოლებული, 70%-ით დაიკლო ვაკანსიებმა, ეს მაჩვენებელი ამ ეტაპზე 40%-ს შეადგენს. ყოველთვიურად 3000 განცხადება თავსდება, უამრავი ადამიანი ეძებს სამუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროები და რესტორნები ნელ-ნელა იხსნება, ვაკანსიები ამ მიმართულებით მაინც ცოტა თავსდება. ვინც ტურიზმის სფეროში დაკარგა სამსახური, ცდილობს სხვა სექტორში გადაინაცვლოს, ძირითადად გაყიდვებსა და მომსახურების სფეროში სურთ დასაქმება. ფაქტობრივად, 2-ჯერ მეტი განცხადება რეგისტრირდება, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის გავრცელებამდე, საკმაოდ რთული სიტუაციაა. რაც შეეხება მაღალანაზღაურებად სფეროს, ინფორმაციული ტექნოლოგიები ლიდერობს. ამ მხრივ პანდემიის პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო და ტენდენცია დღესაც გრძელდება. ანაზღაურებას საიტზე არ უთითებენ ხოლმე, თუმცა ცნობილია, რომ ყველაზე მაღალ ხელფასს დღესდღობით IT მიმართულების სპეციალისტები იღებენ", - ამბობს report.ge-თან ინგა შახბაზიანი. 

შეგახსენებთ, რომ შრომის ბაზრის შესახებ ბოლო კვლევა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამაოქვეყნა. კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლაოების 17% თავს უმუშევრად მიიჩნევს. 33% ამბობს, რომ სრულ ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.

სპეციალისტების გათვლით, წლის ბოლომდე შეიძლება გვქონდეს უმუშევრობის სამპუნქტიანი ზრდა, რაც არსებულთან შედარებით 25-30%-იან ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილს საბოლოოდ დაახლოებით 300 ათასი ადამიანი დაკარგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system