თავში

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. 

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5 პროცენტით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. 

ღორის რაოდენობა 174.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა და 11.3 მილიონი ფრთას მიაღწია.

შეგახსენებთ, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარის ფრანგებმა გამოიკვლიეს. კვლევ საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ დააფინანსა. ამ მკვლევით დადგინდა, რომ ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის ჯიში საქარტველოს მთიან ცივ კლიმატს კარგად ეგუება. დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის, ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა GREEN ALLIANCE-მა დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. საერთო ჯამში დაგეგმილია 20 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება. 2018 წლის შემდეგ, საფრანგეთის მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარებით 12 ფერმერი სარგებლობს, მალე ეს რიცხვი 20-მდე გაიზრდება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსათვის, მეოთხე კვარტალში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2 პროცენტით მეტი იყო. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით აღემატება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 11.0 პროცენტით შემცირდა და 793.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 155.2 ათასი სული იყო, რაც 0.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, 2020 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955.0 ათასი სული შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system