თავში

მთავრობა 200-ლარიანი დახმარებების გაგრძელებას აპირებს

მთავრობა 200-ლარიანი დახმარებების გაგრძელებას აპირებს
მთავრობა 200-ლარიანი დახმარებების გაგრძელებას აპირებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ხელისუფლება სავარაუდოდ, 200- ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. 

ამიოს შესახებ მან პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, მთავრობა ახალი ღონისძიებათა პაკეტის წარმოდგენას გეგმავს. 

„200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა.

შეგახსენებთ, 2 კვირის წინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა დახმარებების ხელმეორედ შეთავაზებაზე იმსჯელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ამოქმედდება. მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან.

ცნობისთვის, 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში 200 ლარის კომპენსაციასაც ითვალისწინებდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარება 161,905-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო. ბენეფიციარებს ჯამში, 106 288 400 ლარი დაერიცხა. უმუშევრად დარჩენუილტათვის 200-ლარიანი დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარია და სოციალური გასაცემელი, დაახლოებით, 350,000 მოქალაქეზე იყო გათვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system