თავში

მთავრობამ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დაამტკიცა

მთავრობამ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დაამტკიცა
მთავრობამ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დაამტკიცა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპიტნარის სარკინიგზო სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლები იმოძრავებს - ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით დამტკიცებულ პროექტზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს რიკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი, რომლის თანახმად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კერძოდ საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს სავატომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. თურნავას თქმით, მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლიოს განმავლობაში შევა ექსპუატაციაში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო გარკვეულწილად დაგვეპარალელებინა ეს პროექტი. სამი მხარე მონაწილეობს ამ პროექტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს ამ ორ ობიექტს საერთაშორისო აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმდაგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომოპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური მიმოსვლა, სულ 1,5 კმ მონაკვეთია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აერიოპორტში და მიიყვანს საქართველოს რკინიგზის განახლებულ სადგურამდე," - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ კოპიტნარის აეროპორტთან რკინიგზის პროექტი შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატა და კიდე უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აერიოპორტს.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო. ამ პრეზენტაციაზე აეროპორტის წინ თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა და ითქვა, რომ პროექტი 2018 წელის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ იქ საძირკვლის გათხრაც არავის დაუწყია. 2018 წლის გასული წლის მაისში კვირიკაშილმა პროექტის ვადა კიდევ 1 წლით გადასწია და დაგვიანება პროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავებით ახსნა. საქმე არც ამის შემდეგ დაძრულა. 2019 წლის დასაწყოსში აეროპორტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივიდოდა. დღეს კი, 2020 წლის 28 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. დღეს მთავრობამ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დაამტკიცა და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ის მალე განხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system